ზუგდიდში “ფინკა ბანკის” ახალი სერვის-ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

0

finkaa“ფინკა ბანკის” ახალი სერვის-ცენტრის გახსნა ზუგდიდში 2014 წლის 24 ოქტომბერს გაიმართება. “ფინკა ბანკმა” ზუგდიდში, კოსტავას ქჩაზე დაიდო ბინა. ზუგდიდის სერვის-ცენტრის გახსნას ადგილობრივი მთავრობის, ბიზნეს სექტორისა დამედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალი, გაუმჯობესებული სერვის-ცენტრის გახსნით “ფინკა ბანკი”  ფინანსურ მომსახურებას შესთავაზებს  კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ მცირე თუ საშუალო ბიზნესის მქონე პირს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამეგრელოს რეგიონში სოფლის მეურნეობისა და სხვა ბიზნესის განვითარებას.

finka2finka3finka4“ფინკა ბანკი” ქვეყნის მასშტაბით არსებული 39 სერვის ცენტრის საშუალებით  დღეისათვის 55000 ზე მეტ მცირე დასაშუალო ბიზნესის მქონე პირს უწევს ფინანსურ მომსახურებას. ფინკა ბანკი „ფინკა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის“ნაწილია. ჰოლდინგში ფინკას პარტნიორები არიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), World Bank Group, KfW Bankengruppe, FMO, გერმანიის განვითარების ბანკი, ნიდერლანდების განვითარების ბანკი, responsAbility Global Microfinance Fund, Triple Jump და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.

“ფინკა” 1.7 მილიონზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირს უწევს ფინანსურ მომსახურებას მსოფლიოს 23 ქვეყანაში.

უახლოეს მომავალში ფინკა ბანკი გეოგრაფიული არეალის გაფართოებას გეგმავს და ამასთან, მომხმარებელს ახალ საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებას შესთავაზებს.

 

სხვა ახალი ამბები: