ზუგდიდში ქალაქის სტატუსის დაბრუნების ინიციატივით გამოდიან

0

DSC01147ქალაქის თვითმმართველობის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის თემა იყო თვითმმართველობების შესახებ კანონის მიღება და აღნიშნული კანონის მიხედვით ქალაქებისთვის სტატუსის დაბრუნება. საინიციატივი ჯგუფის წევრების განცხადებით ზუგდიდს უნდა დაუბრუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. მათი ძირითადი მიზანი სწორედ ეს არის, რომ საზოგადოებას ამის შესახებ ხმა მიაწვდინონ.

“საკითხი ეხება  ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაბრუნებას.ფაქტობრივად დღეს აღმოვჩნდით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ზუგდიდი, როგორც ქალაქი არსებობს პირობითად.ოფიციალურად ის ქალაქი არ გახლავთ. დღეის მდგომარეობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალი გალავთ ერთი ქალაქი, რომელიც ასე მოიხსენიება და და ოცდაათი ტერიტორიული ერთეული სოფლის გამგეობების სახით. სამწუხაროდ ის ერთი ქალაქი, რომელიც პირობითი მცნება არის არ არსებობს როგორც ქალაქი. ჩვენვთვლისტ, რომ ზუგდიდი იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ჩვენ ვთვლით, რომ ზუგდიდი უნდა იდგეს თვითმმართველი ქალაქების გვერდით. ასევე ზუგდიდშ უნდა ჰყავდეს  არჩეული თვითმმარტველობისა და მმართველობის ორგანო, შესაბამისად ჰყავდეს ქალაქის არჩევითი პირები. სწორედ ეს არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მიზანი,”-აცხადებს საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მერაბ ქვარაია.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ასევე ეხმაურებიან იმ პროექტის მზადებას, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის კანონი ეწოდება. მათი განცხადებით სწორედ ახლაა ის პერიოდი, როცა საზოგადოება ჩაერთოს ამ პროცესებში. საინიციატივო ჯგუფის წევრები საჭიროდ თვლიან, რომ სწორედ ამ საკითხებზე ხშირი შეხვედრები და დისკუსიები უნდა გაიმართოს, კანონის ფორმირების პროცესში ზუგდიდმა უნდა აღიდგინოს ის სტატუსი, რომელიც მან დაკარგა ან დააკარგვინეს, აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები

სხვა ახალი ამბები: