ზუგდიდში ქორწინების სახლი გაიხსნა

0

q-636x395ზუგდიდის იუსტიციის სახლში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქორწინების სახლი საზეიმოდ გაიხსნა. ქორწინების სახლის გახსნას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.  დაქორწინების მსურველი პირველი წყვილის, ბადრი ქირია და მარიამ კვარაცხელიას ქორწინება საზეიმო ცერემონიალის თანხლებით ჩატარდა.

დღეიდან, ნებისმიერ წყვილს საშუალება ექნება ქორწინება საზეიმო ცერემონიალის თანხლებთ, უახლესი დიზაინის მოწყობილ დარბაზში დაარეგისტრირონ. აღნიშნულ სამსახურში , ქორწინების რეგისტრაციის სპეციალური საზეიმო მომსახურეობის საფასური 50 ლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ 8 თებერვალს, ზუგდიდში ქორწინების სახლის გახსნა სიმბოლურად ქორწინების საერთაშორისო დღეს დაემთხვა. მიმდინარე წელს საქართველოში 2 ათას 872 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა.  აქედან, ზუგდიდში 87 წყვილი დაქორწინდა.