ზუგდიდში ღვთისმშობლის კვართი “სოდომური ცოდვების” წინააღმდეგ გამოასვენეს

0

zugdidi-eklesiaზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი დილიდან ზუგდიდის მშენებარე ტაძარში გადააბრძანეს. ამავე ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. საზეიმო წირვა-ლოცვას ქვეყნის სხვადასხვა ეპარქიის წარმომადგენლებიც ესწრებიან. აქვე არიან წმინდა სინოდის წევრებიც.

ღვთისმშობლის კვართის გამოსვენებას სასულიერო პირები საფრთხის მოახლოებას უკავშირებენ. ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის დეკანოზის მამა მალხაზ ჭანტურიას განცხადებით საფრთხეს აღვირახსნილობასა და გარყვნილებაში ხედავს. “კაზანტიპის” სახით დეკანოზი სოდომური ცოდვის მოახლოებაზე მიგვანიშნებს.

“საფრთხე იმაშინ მდგომარეობს, რომ აღვირახსნილობაა, გარყვნილებაა, სოდომური ცოდვებია. ეს კი მძიმე შედეგებს მოიტანს ჩვენი ერისთვის, ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ეკლესია კიდევ ერთხელ მოუწოდებს თავის სულიერ შვილებს, ივერიის კურთხეული მიწის მცხოვრებლებს, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ამ ე.წ. კაზანტიპის ფესტივალში მონაწილეობის მიღებისგან“, – განაცხადა დეკანოზმა მამა მალხაზმა.

ზუგდიდის მშენებარე ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, წმინდა სინოდის წევრები დამრევლი ანაკლიისკენ გაემართებიან.

სხვა ახალი ამბები: