ზუგდიდში ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატს 19 მაისს ჩამოაბრძანებენ

0

xatiსაქართველოს საპატრიარქო ამერიკიდან ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, 16 მაისს, ამერიკიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატს ახალქალაქში წააბრძანებენ. 17 მაისს ხატს ბათუმში დააბრძანებენ; 18 მაისს  – ფოთში; 19 მაისს, ხატს წააბრძანებენ ზუგდიდსა და ქუთაისში; 20 მაისს – ხევსურეთში;  21 მაისს, შუადღიდან მირონმდინარე ხატი დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, 22 მაისს დილიდან – წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში (ვორონცოვზე), შუადღიდან დღის ბოლომდე კი – სამების საკათედრო ტაძარში.
საპატრიარქოს ინფორმაციით, 23 მაისს, გამთენიისას, 03:00 საათზე, ღვთისმშობლის ხატი და ჩამოსული სტუმრები საქართველოს დატოვებენ.

სხვა ახალი ამბები: