ზუგდიდში ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი ამერიკიდან ჩამოაბრძანეს

0

10295146_746297712058724_7736054229179552433_oმონრეალის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი უკვე რამდენიმე დღეა ამერიკიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს. სასწაულმოქმედ ხატს, მძიმე დაავადებებისგან განკურნების ძალა აქვს. ხატის მცველებსა და სასულიერო პირებს ის სხვადასხვა ეკლესიაში გადააქვთ, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მასთან მიახლოება შეძლოს.ხატი საქართველოში ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ხელმძღვანელობითა და პატრიარქის კურთხევით ჩამოაბრძანეს.

ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი დღეს ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარშია დაბრძანებული. მირონმდინარე ხატი საქართველოს 23 მაისს დატოვებს. მანამდე კი მოსალოცად იგი სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში დაბრძანდება.

ღვთისმშობლის ხატის ჩამოსვენებასთან გამართულ წირვა-ლოცვას რეგიონის პირველი პირები, მერობისა და გამგებლობის კანდიდატები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სხვა ახალი ამბები: