ზუგდიდში ყოფილი სასტუმრო “ოდიში” აუქციონის წესით გაიყიდება (ვიდეო)

0

11204613_791385660956567_1642235536_oზუგდიდის მერია სასტუმრო კომპლექს “ოდიშის” გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ქალაქ ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ჯიმშერ შეროზიამ განუცხადა. შეროზიას განმარტებით მაისის თვიდან ონლაინ აუქციონის წესით სასტუმრო კომპლექსის გაყიდვა მოხდება.

ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ინვესტორებს მოუწოდებს დაინტერესდნენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული შენობით და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. ამავე დროს შეროზია იმედოვნებს, რომ სასტუმრო კომპლექსის გაყიდვით ქალაქის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

“მიმდინარე წლის მაისის თვიდან დაიწყება აქტიური სამუშაოები ყოფილი სასტუმრო კომპლექსის “ოდიშის” გაყიდვასთან დაკავშირებით. “ოდიში” აუქციონის წესით გაიყიდება, რათა ინვესტორის მიერ განხორციელებული კაპიტალ- დაბანდების შემდეგ ამ შენობამ დაიბრუნოს ძველი დიდება”,-აცხადებს ჯიმშერ შეროზია.

სხვა ახალი ამბები: