ზუგდიდში შპს “სუპერმარკეტის” წინ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების უბე დამონტაჟდა

0

10849013_895956823759186_862152391476191437_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაცდელების მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტის შესაბამისად,რუსთაველის ქუჩაზე, შპს ,,სუპერმარკეტის” წინ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების უბე დამონტაჟდა.

აღნიშნული, ხელს შეუწყობს მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის განტვირთვასა და სატრანსპორტო ნაკადის რეგულირებას. მსგავსი უბეების მოწყობა რესურსცენტრის წინ და ,,პროკრედიტბანკის” მიმდებარე ტერიტორიაზეც იგეგმება.