ზუგდიდში ჩასახლებული დევნილები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

0

3ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში დროებით შესახლებული დევნილები ორშაბათიდან ფართომაშტაბიანი აქციების დაწყებას აპირებენ. ისინი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საცხოვრებელ ფართებით უზრუნველყოფასა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

“მართალია ვცდილობთ თავად გავიუმჯობესოთ ჩვენივე საცხოვრებელი პირობები აქ, სადაც ამჟამად ვართ და როგორც გითხარით აფხაზეთის მთავრობა გვეხმარება ხოლმე, მაგრამ უკვე მართლა გაუსაძლისია ამ პირობებში ყოფნა. შუქიც კი აღარ გვექნება დღეის მერე, რადგან ადგილობრივი ენერგოდისტრიბუციის წარმომადგენლები დაჯარიმებით ემუქრება იმ ხალხს, ვინც გაგვინაწილა ჩვენ ელექტროენერგია. აქ არ არის კანალიზაციის სისტემა მოწესრიგებიული. მოკლედ ცხოვრება შეუძლებელია. აქ ყოფნას ჯობია გარეთ დავჯდეთ მინდორში და ვიყოთ ასე. ვითხოვთ მინისტრის, დარახველიძის ჩამოსვლას ზუგდიდში. ეს ადამიანი ყველა რეგიონში დადის და ხვდება დევნილებს. ჩვენ რა დავაშავეთ? მოვიდეს და გვნახოს, რამე მაინც გვითხრას. ჩვენ ველოდებით მინიტრს სამეგრელოში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიწყებთ ფართომაშტაბიან ნაქციებს ორშაბათიდან,”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში დევნილი აფხაზეთიდან ქეთინო ჯობავა.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს ირაკლი ქოჩუას, რომელმაც განაცხადა, რომ ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ის ნამდვილად ვერ მოაგვარებს, რადგანაც დევნილები ამ ობიექტში შეიჭრნენ და სამართლებრივად არაკანონიერია. “მადლობა უნდა ვთქვათ იმაზეც, რომ ობიექტის მეპატრონე დევნილებს იქ ცხოვრების უფლებას ჯერ კიდევ აძლევს. რაც შეეხება მათ პრობლემებს, ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით და ვითვალისწინებთ. ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ მდგომარეობა გამოკეთდეს,”-აცხადებს ირაკლი ქოჩუა.

სხვა ახალი ამბები: