ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს აფხაზეთის მთავრობა ელექტროენერგიის პრობლემებს მოუგვარებს (VIDEO)

0

otar gogoxiaაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლება, ზუგდიდში, პოლიტექნიკური ტექნიკუმის შენობაში დროებით შესახლებულ დევნილებს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უახლოეს დღეებში მოუგვარებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის, სამეგრელო-ზემო სვანეთისწარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ განაცხადა.

გოგოხიას განცხადებით ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა 900 ლარს გამოჰყოფს. გამრიცხველიანება პოლიტექნიკურ ტექნიკუმში უახლოეს დღეებში დაიწყება. მრიცხველებთან დაკავშირებულ საკითხებში დევნილება ადგილობრივი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაც დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ზუგდიდის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ყოფილ შენობაში შესახლებულმა დევნილებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი სწორედ ელექტროენერგიის მიუწოდებლობის გამო გადაკეტეს. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას და პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: