ზუგდიდში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

0

11039144_424538381057455_9020134712721464614_nზუგდიდის ალექსანდრე ღურწკაიას სახელობის საბუნებისმეტყველო გიმნაზიაში წიგნის „ზუგდიდი – წარსული და თანამედროვეობას“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საზოგადოება ზუგდიდიელების თანაავტორობით გამოსცა გამომცემლობა “ივერიონმა”.

წიგნში მოთხრობილია ზუგდიდის კულტურული, გეოგრაფიული, არქიტექტორული, არქეოლოგიური და საისტორიო მნიშვნელობის მასალები.

წიგნის პრეზენტაციას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე–პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ, საზოგადოება „ზუგდიდელის“ თავმჯდომარემ ოთარ ფაცაციამ, წიგნის რედაქტორმა ნოდარ ჭითანავამ და თანაავტორმა გონელ არახამიამ წიგნის შინაარსსა და ზუგდიდის ისტორიის პოპულარიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

პრეზენტაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა, ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია,ზუგდიდისა და ცაიში მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოება და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.