ზუგდიდში ხვალ უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

0

imagesარასამთავრობო ორგნიზაცია „რეგიონალური განვითარების ცენტრის“ ინიციატივითა და ორგანიზებით ხვალ 16:00 საათზე ზუგდიდის ცენტრში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ზუგდიდელებსა და ქალაქის სტუმრებს მოუწოდებენ აქციაში მიიღონ მონაწილეობა და გამოხატონ საკუთარი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.