ზუგდიდში ხმათა უმრავლესობით ირაკლი გოგოხია და ედიშერ თოლორაია ლიდერობენ

0

10291091_294698814033030_1231702078604809398_nცნობილი ხდება ზუგდიდში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები. ზუგდიდის რაიონში საარჩევნო უბნებთან გამოკითხულ რესპოდენტთა უმრავლესობა ხმას მმათველ პარტიას “ქართულ ოცნებას” აძლევს ხმას. ცნობილი ხდება ასევე მერობისა და გამგებლობის კანდიდატების უპირატესობაც.

გამოკითხულ რესპოდენტთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ხმა “ქართული ოცნების კანდიდატებს, ირაკლი გოგოხიასა და ედიშერ თოლორაიას მისცეს. ეგზიტპოლის სრული შედეგები საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნდება.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ასევე ცნობილი ხდება ანაკლიის 32 საარჩევნო უბანზე გაუქმებული ხმების რაოდენობაც. ანაკლიაში საარჩევნო უბანი გაუქმდა,  62 ხმა ბათილად ჩაითვალა, აქედან “ქართულ ოცნებას ხმა მისცა 37 -მა ამომრჩეველმა, რომელიც ხმების 57,8 %-ს შეადგენს, ხოლო, ნაციონალურ მოძრაობას 18 ხმა, რომელიც საერთო ხმების 28.57%-ია.

სხვა ახალი ამბები: