ზუგდიდში ხუთჯვრიანი დროშის ფორმის შადრევნის დიზაინი იცვლება

0

11127527_1103819469644042_2047768496_oზუგდიდის ცენტრში მდებარე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის შადრევნის დიზაინი ივნისში უკვე შეცვლილი იქნება. შადრევნის რეკონსტრუქციის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მასში გამარჯვებული უახლოეს დღეებში გამოვლინდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სარეკონსტრუქციო სამუშაოებს მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყებს და ივნისში დაასრულებს. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 45 ათასი ლარია.