ზუგდიდში 2 წლის გოგონა საკანალიზაციო თხრილში ჩაიხრჩო

0

kanalizaciaრამდენიმე საათის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ძველ აბასთუმანში. საკუთარ სახლში, საკანალიზაციო თხრილში 2 წლის ანასტასია თოდუა ჩაიხრჩო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ აცნობა. მეზობლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მედიკოსებმა პატარა ანასტასიას გადარჩენა ვერ შეძლეს.

“არაჩვეულებრივი ოჯახიზ და ეს უბედურება დღეს დაახლოებით სამ საათზე დაატყდათ თავს. პატარა ანასტასიას მშობლებს ახლახან შეეძინათ ოჯახის კიდევ ერთი პატარა წევრი. არ ვიცით ზუსტად რა, როგორ მოხდა, მაგრამ ეზოს უკანა მხარეს, სადაც პატარა საკანალიზაციო თხრილი იყო ბავში ჩავარდა და დაიხრჩო. ის თავიდანვე უგონოდ იყო ანუ გაგუდული, თუმცა მაინც ვეცადეთ მისი სიცოცხლე გადაგვერჩინა. სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა. ანასტასია უკვე დამხრჩვალი იყო.”-აცხადებენ ახლობლები.

სხვა ახალი ამბები: