ზუგდიდში 20-21 ივნისს გრანდიოზული ავტო-მოტო შოუ გაიმართება (ვიდეო)

0

11034556_939261319418927_424945870_oსამეგრელო, კონკრეტულად კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მომავალ კვირას გრანდიოზულ ავტო-მოტო შოუს მასპინძლობს. “Western Drivers Club” 20 და 21 ივნისს დაუჯერებლად დამაჯერებელ სანახაობას გამართავს. აღნიშნულ კლუბში რეგისტრირებულია 2 ათასამდე პროფესიონალი და მოყვარული ავტო-მოტო მრბოლელი, რომელიც შოუში მონაწილეობას ღებულობს. უპრეცეგენტო სანახაობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მდებარე აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართება. სანახაობა გაჯერებული იქნება შოუს ელემენტებით და ავტო-მოტო მრბოლელებთან ერთად ცნობილი დიჯეები გააჟღერებენ ასევე ცნობილ ჰიტებს.

“Western Drivers club”-ის პრეზიდენტის ირაკლი შონიას განცხადებით ავტო-მოტო შოუს გენერალური სპონსორები არიან Socar- Kulevi Oil Terminal კომპანია “ვისოლ პეტროლიუმი” და კომპანია “კოკა-კოლა”