ზუგდიდში 3 მილიონიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყო

0

001ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ რამდენიმე პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო. მათ შორისაა სავალი გზების სრული რეაბილიტაცია და მოწესრიგება. ხუბულავასა და წმიდა ნინოს ქუჩებზე დილიდან სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია და გამგეობის სხვა ოფიციალური პირები აკვირდებოდნენ.

შესრულებული სამუშაოების შედეგად ზუგდიდის მთავარ ქუჩებზე დაიგება ასფალტის საფარი. ხუბულავას ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალური განვითარების პროგრამით განხორციელდა. მთავარი მაგისტრალის ზუგდიდი-ინგირი-ანაკლიას მონაკვეთზე დღეიდან დაიწყო და ახალი წლისთვის ახალი გზის გახსნა იგეგმება. გზის მშენებლობა 4 მილიონ 300.000 ლარით არის დაფინანსებული.

“ჩვენ უკვე დავიწყეთ გზების მშენებლობის პროცესი, რომელიც დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ზუგდიდში ბევრი მოუწესრიგებელი ქუჩები იყო, რომელსაც განვაახლებთ და დავაგებთ ასფალტის საფარს. გარდა ამისა კიდევ ბევრი პროექტები გვაქვს განსახორციელებელი, რომელსაც გზადაგზა გაგაცნობთ და რათქმაუნდა დაგანახებთ”-აცხადებს ედიშერ თოლორაია.

სხვა ახალი ამბები: