ზუგდიდში 320 დევნილმა ოჯახმა ბინა მიიღო (ვიდეო)

0

11088597_459391387561169_566432077046240587_oზუგდიდში, 10 ახალადშენებულ კორპუსში, 320 დევნილი ოჯახისათვის  ბინები ფარული კენჭისყრით განაწილდა. ბინების განაწილების პროცედურას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი, გოგი ფაცაცია და მამუკა ცოტნიაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბინების განაწილების დროს გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები, მათ ადაპტირებული ბინები პირველ სართულზე გადაეცათ.

შენობაში სულ 320 ბინაა, აქედან 40 – ერთოთახიანი, 160- ოროთახიანი, 120 – სამოთახიანი. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 10 კორპუსი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.

სხვა ახალი ამბები: