ზუგდიდში 552 აპლიკანტი ტესტირებას მიმდინარე კვირას გაივლის

0

1357834904_zugdidis_municipalitetiზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის (საკრებულო/გამგეობა) მიერ გამოცხადებულ 187 ვაკანსიაზე მეორე ეტაპზე დაშვებულ აპლიკანტთა სია და ტესტირების ჩატარების თარიღი ცნობილია. კონკურსის პირველ ეტაპზე სხვადასხვა თანამდებობებზე სულ 1915 განაცხადი იქნა შეტანილი. კონკურსანტთა აპლიკაციები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ შეისწავლა და მეორე ეტაპზე – ტესტირებაზე 552 აპლიკანტი გადავიდა.

კონკურსი მიმდინარე წლის 5–8 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება მისამართზე: ქ. ზუგდიდი, იუსტიციის სახლი (თეატრის ქ. N 2). ერთი საკონკურსო დღის განმავლობაში 35 აპლიკანტისგან შემდგარი ოთხი ჯგუფი გაივლის ტესტირებას. კონკურსის დღეს კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

სხვა ახალი ამბები: