ზუგდიდში McDonald’s-ის რესტორანი აშენდება

3

BELMARზუგდიდში McDonald’s-ის რესტორანი აშენდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ ექსკლუზიურად განუცხადა. ქანთარიას განცხადებით მაკდონალდსის აშენება ზუგდიდში სამეგრელოს გუბერნატორის, ლევან შონიას ინიციატივა იყო. ვიცე-გუბერნატორის განცხადებით ანაკლიის ბიზნესფორუმის ფარგლებში მათ ინიციატივას მხარი პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც დაჭირა და მოლაპარაკებებშიც ჩაერთო.

“ზუგდიდში დაახლოებით ექვს თვეში აშენდება მაკდონალდსი. ჩვენ ახლა ვარჩევთ ადგილს თუ სად უნდა აშენდეს ეს ობიექტი. ბიზნესფორუმის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებთაგან, სხვა დიდ პროექტებს შორის ესეც არის, რომელიც იყო ჩვენი, გუბერნატორ ლევან შონიას და ჩემი ინიციატივა. პრემიერმა აღნიშნულ საკითხში მხარი დაგვიჭირა და ის უშუალოდ ჩაერთო ამ მოლაპარაკებებში. ადგილს ამ დღეებში შევარჩევთ და ზუსტად ექვს თვეში ზუგდიდს უკვე ექნება მაკდონალდსი,”-განაცხადა smo.ge-სთან საუბარში კობა ქანთარიამ.

სხვა ახალი ამბები: