ზურაბ აბაშიძე: “ხელისუფლება არ ელის, რომ რუსეთის პოზიცია 180 გრადუსით შეიცვლება”

0

1359552971zurab_abashidze__2_1714რუსეთთან ურთიერთობის საკითხები საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, “ხელისუფლება არ ელის, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის პოზიცია 180 გრადუსით შეიცვლება”.

ასე გამოეხმაურა ზურაბ აბაშიძე რუსეთის პრემიერ–მინისტრ დიმიტრი მედვედევის ინტერვიუს, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „რასია თუდეის“ მისცა.

“ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ 2008 წელს ჩვენ აგრესიის მსხვერპლი გავხდით, მაგრამ სამწუხაროდ და ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენი მხრიდანაც იყო გადადგმული ძალიან არასწორი ნაბიჯები და დაშვებული იყო დრამატული შეცდომები. ყოველ დღე ვხედავთ იმას, თუ რა ხდება ადმინისტრაციულ საზღვრებზე. სამწუხაროდ, ყველაზე რთული შედეგი გახლავთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის სამართლებრივი აღიარება, რაც ალბათ, ძალიან რთული მოსაგვარებელი იქნება და რასაც ალბათ, ძალიან დიდი ძალისხმევა, დრო დასჭირდება. ჩვენ არანაირად არ ველოდით და არც ახლა ველით, რომ რუსეთის პოზიცია 180 გრადუსით შეიცვლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაინც, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ, რომ წინ წავიწიოთ. სხვა გზა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს”, – განაცხადა აბაშიძემ.

დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი მზად არის აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან, მხოლოდ იმ პირობით, თუ ქართული მხარე 2008 წლის აგვისტოში მომხდარ ფაქტს აღიარებს. „მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთს არ გაუწყვეტია. ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ ის კონკრეტული პირობების სანაცვლოდ. ეს არის მარტივი აღიარება იმისა, რაც მოხდა. ეს შეიძლება რთულად წარიმართოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ წარსულში დაბრუნება არ მოხდება“,–განაცხადა მედვედევმა.

სხვა ახალი ამბები: