ზურაბ ადეიშვილი უნგრეთის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა?

0

adeishviliსაქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უნგრეთის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „Frontnews“ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ადეიშვილმა უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და ამჟამად იქ ორსართულიან სახლში ცხოვრობს.

იუსტიციის ექს–მინისტრის ადვოკატი გოჩა სვანაძე მსგავს ინფორმაციას არ ფლობს და ეჭვობს, ამის შესახებ ადეიშვილის ოჯახმა იცოდეს რამე. ინფორმაციას ადეიშვილის უნგრეთის მრჩევლად დანიშნვის შესახებ არცერთ ოფიციალურ უწყებაში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

ზურაბ ადეიშვილმა ქვეყანა გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. გამოძიება მას ბრალს რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით უყენებს. ამ დროისთვის ადეიშვილზე „ინტერპოლის“ ხაზით ძებნა გამოცხადებული არ არის.

სხვა ახალი ამბები: