ზურაბ ლაშხია თუ ვიტალი გუგუჩია – ვინ გახდება ზუგდიდის თეატრის ახალი დირექტორი?

0

10498716_1574690342770817_3706555659133539984_oზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორის მაია კალანდიას განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ 21 აპრილს დააკმაყოფილა. უკვე კვირაზე მეტია თეატრის დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ განუცხადა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე კულუარებში ამავე თეატრის მსახიობების, ზურაბ ლაშხიასა და ვიტალი გუგუჩიას კანდიდატურები განიხილება. აღნიშნულთან დაკავშირებით smo.ge ზუგდიდის თეატრის რეჟისორს ბადრი წერედიანს დაუკავშირდა.

ბადრი წერედიანმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა ამავე დროს განაცხადა, რომ გამორიცხულიც არაფერია.

“ქალბატონი მაია 21 აპრილამდე თეატრის დირექტორად ითვლებოდა და ბუნებრივია ჩვენ ვერ დავიწყებდით დირექტორის კანდიდატურებზე ფიქრს და მით უმეტეს განხილვას. მე ალბათ დამჭირდება რამდენიმე დღე, რომ ვიფიქრო ამ საკითხზე და მივიღო გადაწყვეტილება, რომელსაც შემდგომ მინისტრს წარვუდგენ. რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ კანდიდატურებს, მე ვერ დაგიდასტურებთ, თუმცა გამორიცხულიც არაფერია. ჯერჯერობით კი არანაირი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიგვიღია,”-აცხადებს ზუგდიდის თეატრის რეჟისორი ბადრი წერედიანი.