ზურაბ ჟვანიას მეგობარი ყოფილი პრემიერის მკვლელობაზე ალაპარაკდა

0

xoperiaზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა ხოფერია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ახალ გარემოებებზე საუბრობს და ფიქრობს, რომ გამოძიების პროცესში ნელ-ნელა კიდევ ბევრი გარემოება გამოიკვეთება და გამოჩნდება. ხოფერიას განცხადებით ბევრი რამ რაც ითქვა, ამაზე ყოველთვის ლაპარაკობდნენ ის ადამიანები, ვინც გარკვეული ფაქტები იცოდა“ -განაცხადა ხათუნა ხოფერიამ „პირველ რადიოსთან“ საუბრისას. მისი თქმით მთავარია გამოძიება დრულად დამთავრდეს და პროკურატურამ თავისი დასკვნა დადოს, თუმცა აღნიშნავს რომ გამოძიებას სიჩქარეც არაფერს არგებს.

„ამდენი წელი ვიყავით მოლოდინის რეჟიმში და ზედმეტია ზეწოლა პროკურატურაზე და მითუმეტეს ასეთ პერიოდში როდესაც წინ არის საარჩევნო პერიოდი, არავის არაფერში არ სჭირდება რომ ჟვანიას თემა აქტიურდებოდეს, ასეთ პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციაში, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის საქმე და ის ძალიან წყარად და მიზანმიმართულად უნდა იქნას გამოძიებული.“-აცხადებს ზურაბ ჟვანიას მეგობარი

ხათუნა ხოფერია, ზურაბ ჟვანიას საქმეზე კიდევ ერთხელ, ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას და პროკურატურისგან აინტერსებს, აქვს თუ არა გამოძიებას ინფორმაცია თუ რატომ დაიბარა საქართველოს პრეზიდენტმა გია ბარამიძე, მაშინ როდესაც ის შემთხვევის ადგილზე მიდიოდა. „რა მოხდა, რა შეემთხვა ქვყნის პრეზიდენტს, როდესაც ბარამიძეს შეატყობინეს ზურაბ ჟვანიას ამბავი და მიდიოდა, რომ ენახა თავისი მეგობრის ცხედარი, გზიდან საქართველოს პრეზიდენტმა მოხსნა თავისი ზარით გია ბარამიძე და მიიხმო თავისთან, რომ რაღაც ავარია შეემთხვა, მე მაინტერსებს რა იყო ეს, რაში დასჭირდა, და საერთოდ რა შეემთხვა მას? – ეს არის ერთ-ერთი ფრაგმენტი რასთან დაკავშირებითაც მე კითხვები მიჩნდება. არის კიდევ ერთი დეტალი, მე ვიყავი ერთ-ერთი ბოლო ვისაც შეხება ჰქონდა გარდაცვლილთან, დაკრძალვის დილას, კეფის ბოლოში მას ქონდა ჭრილობა, ეს ტრეპანაციის შედეგი იყო თუ რა იყო არ ვიცი, აქედან გამომდინარე შეიძლება საინტერესო ფაქტი იყოს ეს ნაკერი“ – აცხადებს ხათუნა ხოფერია

ხოფერია გარდაცვილი პრემიერ-მინისტრის შესაძლო ეგზგუმაციის შესახებაც საუბრობს და აცხადებს რომ ეს მხოლოდ ზურაბ ჟვანიას ოჯახის გადასაწვეტია- „ ალბათ თუ საჭირო იქნება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ოჯახი, ეს საზოგადოების მსჯელობის და არავის მსჯელობის საგანი არ უნდა გახდეს, რათქმუნდა უნდა იყოს დადასტურებული რომ ექპერტიზა იტყვის რაღაცა ხელმოსაჭიდს. ვფიქრობ რომ ოჯახი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ძიებას ხელს არ შეუშლის.“ -განაცხადა ხათუნა ხოფერიამ

 

სხვა ახალი ამბები: