ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ ლალი ანთია დაკითხა

0

092საქართველოს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია დაკითხა. მთავარმა პროკურატურამ ანთიას დაკითხვა მასშემდეგ გადაწყვიტა, რაც გაზეთ “ასავალ-დასავალში მისი სკანდალური ინტერვიუ გამოქვეყნდა.

“ზურაბ ჟვანიას ეზოდან წამიყვანეს პირდაპირ “მოდულის” შენობაში. მითხრეს, ზურაბ ჟვანია “ისეთი” იყო და რა სიტუაციაშიც იპოვეს მკვდარი, ეს არის მართალი, თუმცა იგივე ვერსია შენც უნდა დაადასტუროო. შენ თუ დაგვთანხმდები და ამ ვერსიას დაგვიდასტურებ, მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი იქნებით შენ და შენი ოჯახიო”-აცხადებს “ასავალ-დასავალთან ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში ლალი ანთია.

ზუსტად მეორე დღეს კი მთავარმა პროკურატურამ ლალი ანთია თბილისში დაიბარა. მან გამოძიებას მნიშვნელოვანი ჩვენება მისცა, თუმცა ჩვენების დეტალებზე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს იკავებს.

“გამოძიებას მივეცი ვრცელი და ამომწურავი ჩვენება, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პრესასთან დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. აუცილებლად გაიხსნება პრემიერ ზურაბ ჟვანიას მკვლელიბის საქმე და დარწმუნებული ვარ, რომ რაც შეიძლება მალე”-აცხადებს ლალი ანთია.

სხვა ახალი ამბები: