ზურაბ ჟვანიას საქმე გახსნილია?

0

jvaniaსაქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გახსნილია. ამ ინფორმაციას ყოველკვირეული გაზეთი “ასავალ-დასავალი” ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით,  მთავარ პროკურატურას უკვე დასრულებული აქვს გამოძიება და კონკრეტული დამნაშავის ბრალეულობაც გამოკვეთილია.

როგორც “ასავალ დასავალი”  ინფირმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს ,  პროკურატურა საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ აპირებს საქმის გახსნილად გამოცხადებას.

”გამოძიების პროცესში უშუალოდ გამოიკვეთა სააკაშვილის მონაწილეობა ჟვანიას მკვლელობაში. ჟვანია და უსუპოვი საბურთალოს 53 უკვე გარდაცვლილები მიიყვანეს. ასევე ჟვანიას ცხედარი ტელევიზორის ყუთში იდო. იმ პიროვნებათა შორის რომელმაც ცხედრის ტრანსპორტირება მოახდინა იყო გიორგი ბარამიძე. ჟვანია მოკლეს სააკაშვილის შავნაბადას რეზიდენციაში, სადაც იმყოფებოდნენ მერაბიშვილი და ახალაიაც”,- წერს გაზეთი.

მათივე იფნორმაციით, ჟვანია მოკლულია თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით და არსებობს ფარული ჩანაწერები სადაც ისმის სააკაშვილის ხმა-”ახლა ეს გვამი წაიღთდა როგორც მოვილაპარაკეთ ისე გააკეთეთ.

სხვა ახალი ამბები: