ზურაბ ჟვანიას ძმა სკანდალურ განცხადებას აკეთებს

0

imagesგიორგი ბარამიძე იმ ავბედით დილას ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გაფორმებაში მონაწილეობდა, – ამის შესახებ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმა გოგლა ჟვანია აცხადებს.

როგორც გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში გოგლა ჟვანია აღნიშნავს, შეკრებილი იყო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბარამიძე და მსჯელობდნენ, რა ნივთები მიეტანათ იქ და სად დაელაგებინათ. “ბარამიძე ამ საქმეში მეორეხარისხოვანი კი არა, მეათეხარისხოვანიც კი არ არის. არც მის ინტელექტუალურ და გონებრივ შესაძლებლობებზე არის ვინმე მაღალი აზრის. ვფიქრობ, ზურაბ ჟვანიას საქმეში სხვა დეტალები უფრო მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით ვერ ვილაპარაკებ იმაზე მეტს, რასაც გამოძიება ამბობს, რადგან დეტალების დაზუსტებამ შესაძლოა, გამოძიებას ავნოს”, – აცხადებს ზურაბ ჟვანიას ძმა. მისივე თქმით, ოჯახი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციას დათანხმდება, თუ ეს გამოძიებისთვის საჭირო გახდება. “პროკურატურა აცხადებს, რომ გარდაცვალების სხვა ვერსიას განიხილავს. ე.ი. ეს არ არის უბედური შემთხვევა. ამ განცხადებას საფუძვლად უდევს ახალი მასალები და მტკიცებულებები. ეფ-ბი-აის დოკუმენტში ყველაფერი ისე არ წერია, როგორც სააკაშვილს უნდა. მეტიც, იქ დაზუსტებულია, რომ ზურასა და რაულ იუსუპოვის სიკვდილის მიზეზი გამათბობელი ვერ გახდებოდა, რადგან ის აბსოლუტურად გამართული იყო. სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის რა დანაშაული მიუძღვის. სულ ცოტა აქ ორი სახის დანაშაულზე მაინც არის საუბარი. პირველი, მან მკვლელებს ხელი დააფარა და მეორე, რაზეც ვითომ ახლა დელიკატურად მიუთითებს, აქამდე მისი სპეცსამსახური ავრცელებდა ზურაზე ბინძურ ჭორებს”, – აცხადებს გოგლა ჟვანია.

გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმის ამ განცხადებაზე გიორგი ბარამიძე კომენტარს აღარ აკეთებს.

“ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე არაერთი კომენტარი გავაკეთე და აღარ ვაპირებ გამეორებას. ახლა მხოლოდ პროკურატურას მივმართავ. მორჩეს ლაყბობას და თუ რაიმე ფაქტები გააჩნია, გამოაქვეყნოს. ჩემთვის გაურკვეველია ისიც, თუ რატომ წამოწიეს ეს თემა მაინცდამაინც არჩევნების წინ, როცა პროკურატურა გვპირდებოდა

სხვა ახალი ამბები: