ზურაბ ჟვანია სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიციაში გადასვლას გეგმავდა

0

zuraსაქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეგობრის, პატიმრობაში მყოფი ჯერლიდ ძარიას განცხადებით, ზურაბ ჟვანია სიკვდილამდე  ცოტა ხნით ადრე ოპოზიციაში გადასვლას გეგმავდა. ამის შესახებ ძარია ტელეკომპანია „მე–9 არხისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, აღნიშნული საუბარი ჟვანიასთან მისსავე საცვხოვრებელი სახლის ეზოში, სამსახურეობრივ მანქანაში შედგა.

„ოპოზიციაში გადადიოდა. დღეს ან ხვალ ახალი არჩევნები ჩატარდებაო. გადაუხვია ყველაფერს, რასაც ჩვენ ხალხს შევპირდით. ამბობდა, რომ 2005 წელს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება რადიკალურად უნდა შეცვლილიყო. როგორც მითხრა, მის წინააღმდეგ სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, ოქრუაშვილმა და ბოკერიამ შეკრეს პირი და თქვენი, მეგრელების დახმარება დამჭირდებაო. ვუთხარი შენთან ვართთქო“,– განაცხადა ძარიამ.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ის შს სამინისტროში დაიბარეს, სადაც მინისტრის პირველ მოადგილეს ამირან მესხელს შეხვდა.

„მესხელს აინტერესებდა რა საუბარი შედგა ჩემსა და ჟვანიას შორის. ვუთხარი არაფერი–მეთქი. სამსახურსაც შემპირდა, მაგრამ იგივე პასუხის მიღების შემდეგ მითხრა – „იცოდე ამას ინანებ ძარია“,– განაცხადა პატიმარმა.

მისივე თქმით, დაკავების შემდეგ 2006 წელს ციხეში მასთან ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა შევიდნენ და ისევ ჟვანიასთან შემდგარი საუბრის დეტალებით დაინტერესდნენ. უპასუხოდ დატოვებული კითხვების გამო კი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში სცემდნენ.

„2006 წლის 8 მაისს დამიჭირეს და ერთ თვეში შემოვიდნენ ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა. მაშინ ციხის დირექტორის მოადგილე კუჭუხიძე იყო. ღამის 11:00–12:00 საათი იქნებოდა, მის კაბინეტში რომ შემიყვანეს. ხელბორკილი დამადეს. მკითხეს, ჟვანიას მის სახლთან, რომ შეხვდი, რა ილაპარაკეთო?! ვუთხარი არაფერი, უბრალოდ მეგობრული ურთიერთობა გვქონდათქო. დამიწყეს ცემა. ორივენი მცემდნენ“,– განაცხადა ჯარიამ.

სხვა ახალი ამბები: