თაგილონში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ბადრი ქირიას დღეს გალში გაასამართლებენ

0

gaancheniდღეს გალის რაიონის ე.წ სასამართლო გალის რაიონის სოფელ თაგილონში დაპატიმრებულ ბადრი ქირიას ერთთვიან პატიმრობას ან გირაოს სახით ჯარიმას დააკისრებს.ბადრი ქირიას საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედავებიან. აფხაზურმა მხარემ ბადრი ქირიას ადვოკატის აყვანაზე ცივი უარი განუცხადა. სასამართლო პროცესიგალში საქართველოს დროით 17.00 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს გიგა ჯონჯუას, ის ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში დღეს გადმოვა. აფხაზურმა მხარებ მოზარდს სამართლებრივი სანქციები არ დააკისრა. წუხანდელი ღამე გიგა ჯონჯუამ გალის რაიონში ნათესავების სახლში გაათენა. ჯონჯუას ნათესავების ინფორმაციით უშინ სოფელ თაგილონში დაკავებული მოზარდი უკვე ზუგდიდისკენ მოემართება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონის სოფელ თაგილონში ზუგდიდელები ბადრი ქირია და გიგა ჯონჯუა მდინარე ენგურზე თევზაობისას დააკავეს.

სხვა ახალი ამბები: