თავდაცვის ახალ მინისტრად პრემიერმა მინდია ჯანელიძე დანიშნა

0

A222E639-DB2F-4B23-898B-066D942A0F43_cx0_cy45_cw0_mw1024_s_n_r11_1ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე მინდია ჯანელიძე ჩაანაცვლებს. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საღამოს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანელიძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნულის მიზეზი ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადება გახდა, რომელშიც პროკურატურა თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსზე მიზანმიმართულ შეტევაში იყო დადანაშაულებული.

სხვა ახალი ამბები: