თავდაცვის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ისინი დღეს პირველად შეხვდნენ ერთმანეთს

0

11154879_10203917308797105_9059042782821961832_o (1)საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თავდაცვის მინისტრის რანგში თინათინ ხიდაშელს დღეს პირველად შეხვდა. სოციალურ ქსელ facebook-ში, პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური გვერდის საშუალებით გავრცელდა. სოციალურ ქსელში აღნიშნული ფოტო დღის ფოტოდ აღიარეს.

ცნობისათვის, დღეს თბილისის საკრებულოს შენობაში, ევროპის კვირეულის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. სწორედ ამ ცერემონიალზე მოხდა ახალი მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაელი ცოლ-ქმარი არიან.

სხვა ახალი ამბები: