თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი ინიშნება?

0

xidasheliiსაქართველოს ახალ მთავრობაში სავარაუდოდ გარდა ორი მინისტრისა კიდევ რამდენიმე მინისტრი შეიცვლება. მათ შორის სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე სახელდებიან.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი შესაძლოა დაინიშოს. ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი არც უარყოფს და არც ადასტურებს.