თავდაცვის მინისტრის მოადგილე უკვე შვიდი საათია პროკურატურაში იკითხება

0

1426512_680711935294885_1330462027_n1უკვე შვიდი საათია, მთავარ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბატიაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. მას მთავარი პროკურატურის შენობა ამ დრომდე არ დაუტოვებია. საქმე „სილქნეტსა“ და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას ეხება.

გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ბატიაშვილის ხელმოწერაა დაფიქირებული კომპანია „სილქნეტსა“ და ძალოვან უწყებას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე.

პროკურატურის ცნობით, კომპანიის ფინანსურ მენეჯერსა და ბატიაშვილს ნათესავური კავშირი აქვთ. აღნიშნულს თავად ბატიაშვილიც ადასტურებს, თუმცა ირმუნება, რომ ტენდერის დროს მასთან შეხება არ ჰქონია.

აღნიშნულ თემაზე ისაუბრეს პრემიერმა და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის წევრმა, დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, ალასანიამ წერილობითი არგუმენტაცია წარმოადგინა, რომელიც კითხვებს არ ტოვებს და აღნიშნულ არგუმენტებს თავდაცვის მინისტრი ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზეც წარადგენს.

პარალელურად თავდაცვის მინისტრი საქმისთვის გრიფის მოხსნას ითხოვს და შესაბამისი წერილით უკვე მიმართა პროკურატურას. ანალოგიური მოთხოვნა აქვთ დაკავებულებსაც, თუმცა ამ ეაპზე ამ მიმართულებით ცვლილებები არაა.

ცნობისთვის, 5 მაღალჩინოსანი წინასწარ პატიმრობაში რჩება. მათ გამოძიება საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვას ედავება.

სხვა ახალი ამბები: