თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულია

1

oqruashviliფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ნიცას აეროპორტში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. ამის შესახებ საკუთარ facebook-ის გვერდზე წერს ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე.

“ისე უცემია რო თურქიშ აირვაისის მთელი წერმომადგენლობა დაეხვია ოქრუაშვილს გასაკავებლად (ისე სერიოზული ჯანი კი აქვს ვერაფერს იტყვი)… აქეთ აეროპორტის პოლიცია მოვარდნილა და ორი საათი “გაკუტუსკებული” ყავდათ ოქროოაანთიო… სანამ თვითმფრინავი არ გაფრინდა არ გამოუშვეს თურმე” – წერს ფოფხაძე.

”ქართული პარტიის” თავმჯდომარის თეო ტლაშაძის განცხადებით ნიცას აეროპორტში ფიზიკური დაპირისპირება ირაკლი ოქრუაშვილსა და ყოფილ დეპუტატ მერაბ სამადაშვილს შორის მოხდა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამადაშვილს პოლიტიკური წარსული და ნაციონალური მოძრაობის დაფინანსება გაუხსენა და რამდენჯერმე დაარტყა. ოქრუაშვილი დაკავებულია

სხვა ახალი ამბები: