“თავისუფალი დემოკრატები” ზუგდიდში უმრავლესობასთან ითანამშრომლებენ (ვიდეო)

0

tavis demokratebiქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატორებმა” დღეს დილიდან განცხადება გაავრცელეს სადაც ნათქვამია, რომ “თავისუფალი დემოკრატები” კოალიცია “ქართულ ოცნებას” ტოვებენ, თუმცა საკრებულოს უმრავლესობაში რჩებიან.

“ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატორები”, მიუხედავად კოალიციის დატოვებისა, ვითანამშრომლებთ უმრავლესობასთან ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც დაკავშირებულია ქალაქის კეთილდღეობასთან.

ჩვენ ერთგულნი ვართ იმ მიზნებისა და ამოცანების, რომლის მიღწევაც იყო დასახული 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, არ გადავუხვევთ იმ ძირითად ღირებულებებს, რის გამოც ამომრჩეველმა მოგვცა ნდობის მანდატი.

მომავალში ფრაქცია იფუნქციონირებს იგივე შემადგენლობითა და ახალი სახელწოდებით.

ლაშა ფარცვანია, ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატორების” თავმჯდომარე”, – ნათქვამია განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: