“თავისუფალი დემოკრატები” ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

0

1415715394_demokratebiპარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაცია გმობს გუშინ განვითარებული მოვლენებს. ყოველგვარი დაპირისპირება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ძალებსა და მათ მომხრეებს შორის, არის დაუშვებელი და დამღუპველი, რაც რეგიონში გამოიწვევს არასასურველ პროცესებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აიღოს ვითარების კონტროლი საკუთარ თავზე და ნუ შეუწყობს ხელს საზოგადოებაში დაპირისპირების გაღრმავებას.

სახეზეა კონფლიქტში მონაწილე მხარეების მოტივაცია, ერთის მხრივ – სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან გააღვივოს აგრესია ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მიმართ, მეორეს მხრივ – ნაციონალური მოძრაობა ცდილობს მოირგოს დაჩაგრულის მანტია და მოახდინოს საკუთარი რეაბილიტაცია. ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები”კიდევ ერთხელ ვგმობთ და ვემიჯნებით ორ პოლიტიკურ ძალას შორის გაჩაღებულ ძალადობრივ დაპირისპირებას. მოვითხოვთ, შესაბამისი სახელისუფლებო სტრუქტურებისგან, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

სხვა ახალი ამბები: