“თავისუფალი სავარძლები” და პროტესტით დატოვებული საკრებულოს სხდომები სამეგრელოში

0

83_sakrebuloჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა საკრებულოს თორმეტმა წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც “ქართული ოცნებიდან” არჩეული დეპუტატები აცხადებდნენ, მათი პროტესტი “ნაციონალებისა” და საინიციატივო ჯგუფის კანდიდატებს შორის წინასწარმა გარიგებებმა გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატთა ნაწილმა სხდომა დატოვა, ქვორუმი მაინც შედგა და 16 დეპუტატის ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ ბესიკ ესებუა აირჩიეს.

იგივე მდგომარეობა იყო აბაშაშიც. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა “ქართული ოცნების” 8 დეპუტატმა დატოვა, რომელსაც სიის პირველი ნომერი ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე კენჭი უყარეს როგორც “ქართული ოცნების” კანდიდატს, ასევე “ნაციონალური მოძრაობიდან” წარდგენილ კანდიდატს, ვერცერთმა გამარჯვება ვერ შეძლო. “ქართული ოცნების” კანდიდატმა პაატა ქურდოვანიძემ 12 ხმა მიიღო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა 11. სხდომა პარასკევამდე გადაიდო.

ამავე მიზეზით გადაიდო საკრებულოს სხდომა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. “ქართული ოცნებიდან” წარდგენილმა საკრებულოს თავმჯდომარეობის ორმა კანდიდატმა ხმები ვერ გაიყვეს. საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბელქანიამ ხმების უმრავლესობა, 14 ხმა მიიღო, თუმცა გამარჯვებამდე მას მხოლოდ ერთი ხმა დააკლდა. რაც შეეხება “ქართული ოცნებიდან” წარდგენილ მეორე კანდიდატს კობა შანავას, მან მხოლოდ 11 ხმა მიიღო.

საკრებულოს სხდომა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთი კვირით გადაიდო.

სხვა ახალი ამბები: