“თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს

0

960293_113343175540296_777196556_n“თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. კოალიციის ოფისში მიმდინარე პოლიტსაბჭოს სხდომა “თავისუფალი დემოკრატების” 10-ვე წევრმა დატოვა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, ის კოალიციის წევრებთან სასაუბროდ მივიდა და არა ბიძინა ივანიშვილთან და საუბარი არ შედგა. ამის შესახებ მან კოალიციის ოფისის დატოვებისას განაცხადა.

„დისკუსია ვერ შედგა. ჩვენ აქ  ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მოვსულვართ.დაგეგმილი გვქონდა, ყოფილ პარტნიორებთან რეალურად გველაპარაკა იმაზე, თუ რა იყო იმის გამომწვევი მიზეზები, რაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გავაკეთეთ. არ შედგა ისეთი საუბარი, როგორიც გვინდოდა, გამოგვსლოდა ჩვენს პარტნიორებთან, შესაბამისად, ძალიან ცივილურად დავემშვიდობეთ.“,- განაცხადა ალასანიამ.

სხვა ახალი ამბები: