“თავისუფლების შუაღამე” ზუგდიდის თეატრის სცენაზე

0
thაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/Teatrii.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]
“თავისუფლების შუაღამე” ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ადგილობრივი მსახიობების მონაწილეობით რეჟისორმა ბადრი წერედიანმა დადგა. როგორც ზუგდიდის თეატრის მმართველმა მაია კალანდიამ smo.ge-სთან საუბარში განაცხადა შემოსული თანხა მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად გადაირიცხება. სპექტაკლში მონაწილეობენ ლევან შენგელია, მერაბ კაკალია, ირაკლი სამუშია და მთავარ როლში კესო შედანია,რომელიც ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

“ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეპერტუარში გვაქვს სპექტაკლი ,,თავისუფლების შუაღამე“, მოქმედება ომის პერიოდის სოხუმში ხდება, პატარა აფხაზი გოგონა საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩენს ქართველ დაჭრილ რეჟისორს, სახელად გიორგის. 15 მარტს კიდევ ერთხელ ვითამაშებთ ამ სპექტაკლს და გიწვევთ ყველას, ვისაც სურვილი გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ, რომ გადაარჩინოთ ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ყორღანაშვილი, მისი გულის ფეთქვა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული.”-აცხადებს ზუგდიდის თეატრის მმართველი მაია კალანდია.

სხვა ახალი ამბები: