“თავსხმა წვიმაა და ჯერ ვერ მოვდივართ, როგორც კი გადაიღებს, გამოვალთ, არ ინერვიულოო…”

0
10420292_887951291277180_2574060358598327445_n“ლიზამაც და ინდირამაც თავისით მიაღწიეს ყველაფერს. ყოველთვის კარგად სწავლობდნენ, ხობშიც სანიმუშო მოსწავლეები იყვნენ და უნივერსიტეტშიც, სადაც სახელმწიფო გრანტების მოპოვება შეძლეს.
“გოგონებს უმცროსი ძმა ჰყავთ – 12 წლის. მისი სახე რომ დავინახე, ლამის გავგიჟდი…”
მეგობარის მონაყოლით, სტიქიისას გაუჩინარებული ინდირა და ლიზა ზარანდიები ბოლოს ინდირას შეყვარებულმა ნახა, რომელიც მათთან ერთად იყო ტაქსში. როგორც ირკვევა, გოგონებმა ის დადიანის ქუჩაზე დატოვეს და გზა ნუცუბიძისკენ გააგრძელს.
11203010_851929224874495_5558411043313549954_n10406882_821147151286036_2417319027883040781_n10959880_817110791689672_4745559221398650389_n
10849990_777380562329362_3206348807835155994_n15828fc47f5411159459_847929795274438_4086576056404518546_n
22 წლის ინდირა “მზიურის” ტერიტორიაზე, გარდაცვლილი იპოვეს, 25 წლის ლიზას, 27 წლის სერგო კაპანაძე და ტაქსის მძღოლს, ვისი მანქანითაც გადაადგილდებოდნენ, ამ დრომდე ეძებენ. ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, ახლობლებმა, სტიქიის ღამესვე დაიწყეს დაკარგულების ძებნა, მაშინ ჯერ კიდევ ყველას იმედი ჰქონდა, რომ გოგონებს ცოცხლებს იპოვნიდნენ, თუმცა რაც დრო გადიოდა, იმედიც ქრებოდა… ლიზას ჯერ არ უპოვნიათ, იმედი ჯერ კიდევ ბჟუტავს, იქნებ…
ნიკა (ლიზასა და ინდირას ბავშვობის მეგობარი):
– ვიცი, რომ იმ საღამოს დედას ელაპარაკნენ ტელეფონით, – თავსხმა წვიმაა და ჯერ შინ ვერ მოვდივართ, როგორც კი ცოტას გადაიღებს, გამოვალთ, არ ინერვიულოო… მერე კი, ეტყობა, ტაქსით გადაწყვიტეს სახლში დაბრუნება. რაღაც საშინელება ხდება მათ ოჯახში, დედ-მამას აზრი არ ეკითხება. გოგონებს უმცროსი ძმა ჰყავთ – 12 წლის. მისი სახე რომ დავინახე, ლამის გავგიჟდი… ლიზამაც და ინდირამაც თავისით მიაღწიეს ყველაფერს. ყოველთვის კარგად სწავლობდნენ, ხობშიც სანიმუშო მოსწავლეები იყვნენ და უნივერსიტეტშიც, სადაც სახელმწიფო გრანტების მოპოვება შეძლეს. ორივე საოცრად აქტიური იყო. ლიზას სწავლა დამთავრებული ჰქონდა სტომატოლოგად მუშაობდა, ინდირაც მუშაობდა… ყველასთვის საამაყო გოგონები იყვნენ, მხიარული, გონიერი, სიცოცხლით სავსე. ეს მერამდენე დღეა, ამ გოგონების დედის ხმა ჩამესმის: – რატომ არ ვკვდები, მითხარით, ხალხო, მე ცოცხალი უნდა ვიყოო?!. არ ვიცი, რა ვთქვა, მეგონა, იმ სიკეთის დამარცხება, რაც ამ გოგონებში იყო
სიკვდილსაც კი არ შეეძლო…
ელენე ლობჟანიძე (ინდირას მეგობარი):
– ინდი ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში გავიცანი. ორივე იქ ვსწავლობდით. ორივემ პოლონური ენა ავირჩიეთ შესასწავლად. მალე დავმეგობრდით. აუდიტირიაში რომ შემოდიოდა, იქაურობა თითქოს ცოცხლდებოდა. ასე იყო ყველგან. სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან თავის კვალს – ბედნიერების ნაპერწკლებს ტოვებდა. თითქოს სულ ბედნიერებისგან უბრწყინავდა სახე… ისეთ რჩევას მოგცემდა, რომელიც აუცილებლად გამოგადგებოდა, მაგრამ ამას ხისტად და პირდაპირ კი არა, ძალიან ტაქტიანად გეტყოდა, უბრლოდ, სხვათა შორის.
– რაზე ოცნებობდა?
– ჟურნალისტობაზე… სჯეროდა, რომ წარმატებული იქნებოდა და ამის მისაღწევად ყველაფერი ჰქონდა: – გარეგნობა, ინტელექტი, ნიჭი, შემართება, მოტივაცია… იმდენად დიდი დანაკლისია მეგობრებისთვის, რომ კარგა ხანს ვერ მოვალთ ალბათ გონზე. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენი ულამაზესი, ფარფატა გოგო აღარ არის… ხომ შეიძლება, არასდროს არავის აჩვენებდა, რომ რამე აწუხებდა. სულ სხვაზე ზრუნავდა. უნივერსიტეტი წელს დავამთავრეთ, “ქოლ-ცენტრის” ოპერატორად და ერთ-ერთი რადიოში გადაცემის წამყვანად მუშაობდა. ყველაფერს ასწრებდა… დიდი გეგმები ჰქონდა, რომელთაც აუცილებლად განახორციელებდა, რომ დასცლოდა…

 

სხვა ახალი ამბები: