თაკო სალაყაია მეუღლის უდანაშაულობაში დარწმუნებულია

0

imagesვანო მერაბიშვილის მეუღლის თაკო სალაყაიას     განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.  ამის შესახებ სალაყაიამ „რუსთავი 2“-ის ეთერით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მეუღლის უდანაშაულობაში   დარწმუნებულია. მისი თქმით,მერაბიშვილის მეგობრები, ოჯახის წევრები და ახლობლები მის გვერდით არიან და ბოლომდე ერთად იბრძოლებენ.

„ქვეყნიდან ნამდვილად ვიყავი წასული, მაგრამ როგორც კი შევიტყვე მაშინვედავბრუნდი. აქ ვარ,თბილისში ვარ და შეუძლიათ გადაამოწმონ კიდევ ერთხელ რომ აქ ვარ“,-განაცხადა სალაყაიამ.

რაც შეეხება ჩხრეკისას მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლიდან  ამოღებულ თანხას, სალაყაიამ აღნიშნა, რომ მსგავს თემებზე ძალიან ეცინება და აბსურდია ყველაფერი, რასაც პროკურატურა ამტკიცებს.

„თუ ქვეყნიდან გავიქეცი მაშინ თანხა რატომ დავტოვე სახლში? ჩვენ ვანოს გვერდით ვართ ყველანი და მასთან ერთდ ბრძოლას გავაგრძელებთ“, – განაცხადა მერაბიშვილის მეუღლემ.

სხვა ახალი ამბები: