„თალიბანის“ სახელით გავრცელებულ ვიდეოს ავტორს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

0

news_1259„თალიბანის“ სახელით გავრცელებულ ვიდეოს ავტორს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი “ფაცებოოკ”-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“აღნიშნული საქმე უკვე დიდი ხანია გამოძიებულია, თუმცა ამის თაობაზე ინფორმაცია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდებოდა”,-ნათქვამია გიორგობიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, შსს საქმის დეტალებს საზოგადოებას ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე გააცნობს.
ცნობისთვის: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „თალიბანის“ სახელით გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით საქმე უკვე ერთი თვეა გამოძიებულია.

შეგახსენებთ, რომ „თალიბანის“ სახელით საქართველოსა და ავღანეთში მყოფი ქართული საჯარისო ნაწილების წინააღმდეგ მიმართული ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში 6 ივნისს გავრცელდა. მასში „თალიბანის“ სახელით საქართველოს მისამართით მუქარის შემცველი განცხადება გაკეთდა.

სხვა ახალი ამბები: