თალიბანი საქართველოს ემუქრება (VIDEO)

0

taqlibanინტერნეტში პოპულარულ ვიდეო პორტალ YouTube-ზე, მომხმარელბელის Hammad Zaman-ს სახელით სკანდალური ვიდეო რგორლი ვრცელდება ვიდეო შეიცავს მუქარას ISAF-ის ავღანეთის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ვიდეოში ნაჩვენებია დაღუპული ქართველი ჯარისკაცები და ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი მოელის თითოეულ ქართველს ავღანეთში და მათაც, ვინც ავღანეთის მიწაზე ისინი გაგზავნა. ვიდეო შეიცავს მუქარას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება.

ვიდეომასალაში საუბარია საქართველოს პრეზიდენტზეც ” საქართველოს პრეზიდენტი ეხმარება ამერიკას ჩენი ცოლებისა და შვილების მოკვლაში” ნათქვამია ვიდეოში. მომხმარებელი რომელმაც ქართული არმიის წინააღმდეგ მუქარისშემცველი ვიდეო რგოლი გაავრცელა YouTube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირდა. ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა 3 წუთი და 44 წამია.

ვიდეო

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=Hdty6SFNSP8

სხვა ახალი ამბები: