თამაზ კაკაჩია ზუგდიდის უშიშიშროების ყოფილ შეფს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს

0

DSC01118ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის მკვიდრი თამაზ კაკაჩია სამეგრელო-ზემო სვანეთის უშიშროების ყოფილ უფროსს, ამჟამად კი საჯარო მოხელეს თემურ გაბუნიას მისი კუთვნილი ბიზნესის წართმევაში დებს ბრალს. კაკაჩიას განცხადებით მან თხოვნის წერილით უკვე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს, რათა ხელახალ ძიებაში გდააბრუნონ ყოფილიჩინოვნიკის საქმე და ისევ მას დაუბრუნდეს წართმეული ბიზნესი.

“ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამიჩნდა სამართლიანობის აღდგენის იმედი და მივმართე ქვეყნის მთავარ პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს, მაგრამ აქაც სამართლიანობის ნაცვლად ისევ უსამართლობას წავაწყდი.პროკურორის უსამართლო დადგენილებას ვასაჩივრებდი და ისევ ის პროკურორი იხილავს ჩემს საჩივარს ვისაც მე ვუჩივი. ეს სამართლიანობის აღდგენა კი არა გაჭირვებაში მყოფი ადამიანზე დაცინვაა. თაღლით გაბუნიას და მისი მფარველი პროკურატურის მიერ ვარ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, როგორც მატერიალურად ისე მორალურადაც”-ნათქვამია იუსტიციის მინისტრისთვის მიწერილ წერილში.

“ყოფილმა უშიშროების უფროსმა ჩაიდინა უამრავი დანაშაულებრივი ქმედებები, ხოლო საოლქო პროკურატურამ არაფერი მოიმოქმედა მის მიერ ჩადენილი დანაშაულების აღსაკვეთად. პირიქით პროკურატურამ ხელი შეუწყო გაბუნიას დანაშაულის დაფარვაში. თემურ გაბუნია შეკრული იყო ყოფილ საოლქო პროკურორთანაც. როლანდ ახალაიასთან შეხვედრას მე და ჩემი მეუღლე თვეები ვცდილობდით, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ. 2012 წლის 23 აპრილს კი საოლქო პროკურატურასთან გაბუნიამ პროვოკაცია მოგვიწყო, რის შემდეგაც ორივე დაგვაკავეს. 5 დღე დაპატიმრებული ვყავდით, თუმცა გამოვაცხადეთ მშრალი შიმშილობა და მერე გაგვიშვეს. ასეთ სისასტიკეს ჩადიოდა ის ჩვენს წინააღმდეგ და გვინდა სიმართლემ იზეიმოს”-აცხადებს თამაზ კაკაჩია.

თამაზ კაკაჩია იმ თანხების დაბრუნებას ითხოვს, რომელიც თემურ გაბუნიამ ბიზნესში. ის smo.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის მიერ დადგენილი გათვლებით გახარჯული თანხის ოდენობა 43 ათასი ლარით განისაზღვრა. თამაზ კაკაჩიამ თეა წულუკიანის სახელზე წერილი რამდენიმე დღის წინ გააგზავნა, რომლის რეაგირებასაც ის დღედღეზე ელოდება.

სხვა ახალი ამბები: