თამარ ბერუჩაშვილის მოადგილედ ბადრი პატარკაციშვილის დისშვილი ხათუნა თოთლაძე დაინიშნა

0

xatuna-totladzeთამარ ბერუჩაშვილის მოადგილედ ბადრი პატარკაციშვილის დისშვილი ხათუნა თოთლაძე დაინიშნა. თოთლაძესთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები გახდნენ დავით დონდუა და გიგი გიგიაძე.

ხათუნა თოთლაძე გარდაცვლილი ბიზნესმენის დის – მზია თოთლაძის შვილია და დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლე გახლავთ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხათუნა თოთლაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2002 წლიდან მუშაობს. მას, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს, აქვს საერთაშორისო სამართლებრივ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, 2003 წლიდან საქმიანობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში, 2012 წლიდან დღემდე საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

სხვა ახალი ამბები: