საქართველოში თამარ გვერდწითელის თაოსნობით საქველმოქმედო ფონდი დაფუძნდება

1

gverdwiteliსაქართველოში თამარ გვერდწითელის თაოსნობით საქველმოქმედო ფონდი დაფუძნდება. ორგანიზატორი მიიჩნევს, რომ ქველმოქმედება დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მისივე თქმით, სწორედ ამ ფონდით იგი შეძლებისდაგვარად დაეხმარება ყველა იმ ადამიანს ვისაც გვერდში დგომა ესაჭიროება.

გაზაფხულზე გვერდწითელი კვლავ ეწვევა თბილისს და ფონდის პრეზენტაციასთან ერთად აპირებს კონცერტის გამართვას თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელშიც მონაწილეობას გვერდწითელის გარდა ცნობილი მუსიკოსებიც მიიღებენ.

მომღერლის აზრით მუსიკას და ხელოვნებას ძალუძს გაუწოდოს დახმარების ხელი ყველა გაჭირვებულ ადამიანს და შეუმსუბუქოს მდგომარეობა.

ფონდის პრეზენტაცია გაზაფხულზე შედგება. როგორც დამფუძნებელი აცხადებს, ფონდის ძირითადი შემოსავალი კონცერტებიდან შემოსული თანხა იქნება. ამასთან, შემოწირულობის განხორციელება ნებისმიერ მსურველსაც შეეძლება.

თამარ გვერდწითელი საქართველოში წლის დასაწყისში ჩამოვიდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მომღერალი 7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე პატრიარქმა მიიღო, დალოცა და წარმატებები უსურვა შემოქმედებით ცხოვრებაში და მომავალ საქმიანობაში.

18 იანვარს კი საქართველოს სახალხო არტისტის თამარ გვერდწითელის დაბადების დღეა. იგი თარიღის აღნიშვნას თბილისში ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თაყვანისმცემლებთან ერთად აპირებს.