თამარ ივერი: “კუბელი მომღერლის შესრულება ვფიქრობ მხოლოდ საკუთარ ლათინურ რეპერტუარშია შთამბეჭდავი”

0

cms“ძალიან დასანანია, როდესაც მუსიკოსი და კერძოდ სალომე, ასე, 10 თავით მაღლა იდგა სხვებზე და 1 ქულის სხვაობის გამო მე- 2 ქულას უნდა დასჯერდეს. მართლაც ძალიან მუხთლობაა ადამიანების ასე ქულებით შეფასება.რაც შეეხება კუბელ “თოიბოის”… თითქოს ის დგეს სხვა ადამიანი იყო. მისი შესრულება ვპიქრობ მხოლოდ საკუთარ ლატინურ რეპერტუარშია შთამბეჭდავი, თორემ დგეს მისი შესრულებაცა და ჩემი წარმოდგენაც მასზე კარტის სახლივით ჩამოიშალა. ან რა ჩაცმულობა, კუნთების დემონსტრირება,უაზრო დეტონაციები, ხმაში არამყარი ვიბრატო და ა.შ…სამხრეთ ამერიკას ეგეთი ლამაზი და კუნთმაგარი რობერტოები და ალეხანდროები მრავლად ჰყავს და მათი საშემსრულებლო არეალი თავიანთი ქვეყნის კონცერტებს და ვენესუელური ტელესერიალის ქუდების სიმღერას არ ცდება. მაინც მინდა მივულოცო სალომეს და ვუსურვო უფრო ჯანსაღ გარემოში,სხვა ევროპულ კონკურსებზეც სცადოს ბედი. უნიჭიერესი გოგოა, შეუძლია თავისი ნიჭით მთები შეძრას, მართლაც და იშვიათი სიძლიერის ხმა აქვს… პირველი და მესამე ტური შესანიშნავი იყო, მეორე ტურში კი ველოდი, რომ უფრო სხვა კუთხით დაანახვებდა სალომე პუბლიკას თავს”

სხვა ახალი ამბები: