თამარ ივერი ქართველების “ევროვიზიაზე” გამოსვლას კრიტიკულად აფასებს

0

538772_3676426561700_1720484643_nდასანანია რომ ვებღაუჭებით რაღაც ჩვენთვის გაურკვეველ შუალედურ ევრო/ქართულ-ხალხურ სტილს და ახალ ველოსიპედს ვიგონებთ”-წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელ facebook-ის გვერდზე

ცნობილი საოპერო მომღერალი ქართველი მომღერლების გამოსვლას “ევროვიზიის” ტრადიციულ მუსიკალურ კონკურსზე კრიტიკულად აფასებს.

ისევე როგორც გედს არ უხდება ხმელეთზე სეირნობა,მისი მთელი სილამაზე,დედოფლურობა წყალშია და ხმელეთზე მას ჩვეულებრივი ბატებისგან ვერაფრით განასხვავებ…ასევე ქართულ,ეროვნულ მელოდიაში “უცხო სხეულივით” ჟღერს და არანაირად არ ჯდება გაურკვეველი ჰარმონიის ინგლისური სოლო. სამწუხაროდ,ახლახან ხმელეთზე “დედოფალივით”მოსეირნე გედი ვიხილე.ეჰ,არადა….რა კარგი მუსიკოსები… დასანანია რომ ვებღაუჭებით რაღაც ჩვენთვის გაურკვეველ შუალედურ ევრო/ქართულხალხურ სტილს და ახალ ველოსიპედს ვიგონებთ”-წერს თამარ ივერი საკუთარ facebook-ის გვერდზე.

სხვა ახალი ამბები: