თამარ შონია რადიო “ოდიში პლუსის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ხდება

0

10670233_844866042220975_4855127310310081885_nტელეკომპანია ოდიშთან არსებული რადიო “ოდიში პლუსი” ფორმატს იცვლის და მუსიკალურიდან საინფორმაციო-მუსიკალურ ფორმატზე გადადის. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყარომ აცნობა. ამავე წყაროს ინფორმაციით რადიო “ოდიში პლუსის” მთავარ პროდიუსერად და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად წინა მოწვევის საკრებულოს ყოფილი პიარ მენეჯერი თამარ შონია დაინიშნა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge თამარ შონიას დაუკავშირდა, რომელმაც უარყო ინფორმაცია რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსად მისი დანიშნვის შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ ამ კუთხით მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ალექსანდრე ქობალია, რომელიც თელეკომპანია “ოდიშის” დამფუძნებელია.

“ჯერჯერობით არსად არ დავნიშნულვარ, თუმცა მოლაპარაკებები ამ კუთხით მიმდინარეობს. ჯერ არ ვიცი რას როგორ გადავწყვიტავ. ამაზე მოგვიანებით შემიძლია გელაპარაკოთ”-აცხადებს თამარ შონია.

smo.ge-ს ინფორმაციით თამარ შონია მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება. რადიო “ოდიში პლუსზე” კი საცდელი საინფორმაციო გამოშვებებიც საათში ერთხელ ორშაბათიდან გავა პირდაპირ ეთერში. საინფორმაციო გამოშვებებსაც თავად თამარ შონია გაუძღვება.