თამაშების ჩაწყობაში ბრალდებული ფეხბურთელები შსს-მ დააკავა

0

daaakavebaaaaსამართალდამცველებმა პირველ ლიგაში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელები დააკავეს. ამ თემაზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულია ქართული საფეხბურთო ლიგების რამდენიმე გუნდის ფეხბურთელი. ისინი ბრალდებულები არიან თამაშების ჩაწყობაში.

“გამოძიებამ დააადგინა, რომ დაკავებული პირები ათიათასი ლარიდან 20 ათას ლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა საფეხბურთო გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების წინასწარ დაგეგმილი შედეგით დასრულებისთვის. შემდეგ ონლაინ ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ინაწილებდნენ. გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარებს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ შსს-ში.

სხვა ახალი ამბები: